გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს 2014 წლის საქმიანობის ანგარიში
03 იანვარი 2015
საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგიონული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან შეიქმნა 5 თემატურისამუშაო ჯგუფი (1. ინფრასტრუქტურა და ტურიზმი, 2. ბიზნესის განვითარება და სოფლის მეურნეობა, 3. ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, 4. განათლება და კულტურა, 5. გარემოს დაცვა). სამოქმედო გეგმების მეთოდოლოგიის შესაბამისად სამუშაო ჯგუფების მიერმომზადდა საპროექტო წინადადებები სამოქმედო გეგმებისათვის, შედგა სამოქმედო გეგმების ცხრილები მეთოდოლოგიის დანართი #1-ისა და დანართი #2-ის შესაბამისად. რეგიონული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიები შეთანხმდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მეორე სხდომაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
1. შიდა ქართლის განვითარების რეგიონული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხილვა.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ შეაფასა სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესაბამისობა და დასახული პროექტების თანმიმდევრულობა შიდა ქართლის რეგიონის 2014-2021 განვითარების სტრატეგიასთან და საქართველოს რეგიონული განვითარების 2015-2017 წლების პროგრამასთან მიმართებაში და მიიჩნია აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტები შესაბამისად. სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ განიხილა ქალაქ გორის, გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტების პრიორიტეტების დოკუმენტები, მათი 2015 წლის ბიუჯეტების პროექტები და მიიჩნია, რომ ისინი თანხვედრაშია რეგიონული განვითარებისსტრატეგიის პრიორიტეტებთან და შესაბამის სამოქმედო გეგმასთან. განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება შიდა ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმის მოწონების შესახებ.