აშშ – ის ელჩის ვიზიტი სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე
22 იანვარი 2015
,,ჩვენი სტუმრობის მიზანი გახლავთ ყურადღების მიპყრობა, რადგან ზამთრის ცივ პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს არიან ადამიანები, ვისთვისაც ხელოვნურად არის შექმნილი საზღვარი საქართველოს აქეთა და იქითა ნაწილებს შორის. USAID მხარს უჭერს მცირე პროექტებს, როგორიცაა მეფუტკრეობა და მცირე წარმოება. 100 ოჯახი იღებს ამგვარი პროექტით დახმარებას, რომლებისთვისაც შეიძლება ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროც იყოს’’- განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებულ ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე თემებში 2012-დან 2014 წლამდე USAID - ის ხარდაჭერით სხვდასახვა სახის ღონისძიებები განხორციელდა:
· NEO-ს დახმარებით რეაბილიტირებულია 36 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი და მათ შორის სასმელი წყლის მომარაგების სისტემები, შიდა სასოფლო გზები, საბავშო ბაღები, სადრენაჟო და საირიგაციო სისტემები.
· NEO-ს მხარდაჭერით მიმდინარეობს კენკრის (ჟოლოს, მაყვლისა და მარწყვის), ხილისა (ვაშლის, მსხლის, ქლიავისა და ალუბლის) და ბოსტნეულის (ბროკოლის, კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, სალათის) წარმოების ჯაჭვის განვითარება შიდა ქართლში ღია გრუნტისა და სასათბურე წარმოების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.
· NEO-ს დახმარებით პროფესიული სწავლება და სამუშაო ადგილზე ტრენინგი ჩაუტარდათ 60 სოციალურად დაუცველ პირს ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე თემებიდან, რასაც შედეგად მოჰყვა მათი დასაქმების შესაძლებლობათა გაუმჯობესება.
სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებულ ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე თემებში 2015 წელს იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელება:
· მიმდინარე წლის გაზაფხულს, NEO-ს პროექტის დახმარებით ადმინისტრაციული საზღვრის მიმდინარე ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში მოხდება დამატებითი 20 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს სასმელი წყლის მომარაგების სისტემებს, შიდა გზებს, წყალსარინ სისტემებსა და საირიგაციო არხებს.
· 2015 წელს, NEO-ს პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს 135 ფერმერს 31 სოფლიდან შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბოსტნეულის, მწვანილისა და ჟოლოს ღია გრუნტისა და სასათბურე წარმოების გაფართოებაში 37 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
მიმდინარე წელს, პროექტის დახმარებით ასევე დამატებით 50 საარსებო საშუალებათა პაკეტის მიწოდება მეფუტკრეობის, მეფრინველეობის განვითარებისა და ბოსტნეულის, მწვანილისა და სხვა სასოფლო და არასასოფლო - სამეურნეო საქონლისა და მომსახურების წარმოების ხელშესაწყობად სამიზნე თემებში.