გუბერნატორის მოადგილე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ 2014 წელს განხორციელებული და 2015 წლისათვის დაგეგმილი საქმიანობის პრეზენტაციას დაესწრო
19 თებერვალი 2015
გიორგი შუხოშვილის განცხადებით, 2014 წელს კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 19 ნაგავსაყრელი, ჯამური ღირებულებით - 7.3 მლნ. ლარი. დასრულდა 29 პოლიგონის შემოღობვის სამუშაოები, ჯამური ღირებულებით -725 856 ლარი. კომპანიის გამართული საექსპლუატაციო სისტემის უზრუნველყოფის მიზნით შეძენილი იქნა 16 ერთეული მძიმე ტექნიკა (ტრაქტორი).
გერმანიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ,,ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი’’ ხორციელდება, რომლის ღირებულება 26 მლნ. ევროს შეადგენს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით კი ,,ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი’’ ხორციელდება, ჯამური ღირებულებით - 12 მლნ. ევრო. 2014 წელს შერჩეულმა კონსულტანტმა -დანიურმა კომპანიამ COWI-მ საბაზისო კვლევის პროექტი მოამზადა. ამ ეტაპისთვის შემუშავებულია რეგიონის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც.
გასულ წელს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’’ ჩართულობით შესაბამის სამინისტროებთან ერთად, ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი შეიმუშავა. ის საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხნების მშენებლობა მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციებისა და ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შეთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხნების მშენებლობა /მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვას მოიცავს. ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია საბოლოო რედაქცია. უახლოეს მომავალში ინტერესთა გამოხატვის ოფიციალურად გამოცხადება იგეგმება, რაც პოტენციურ ინვესტორებს შეთავაზებების წარდგენის საშუალებას მისცემს.