გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კულტურის სამინისტორს მიერ გამართულ კონფერენციას დაესწრო
28 თებერვალი 2015
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და უწყება კულტურის სფეროს საკითხებს რეგიონულ ხელისუფლებასთან მსგავს ფორმატში განიხილავს. სტრატეგიის შემუშავების პროცესი ღია და გამჭვირვალეა. კულტურის სფეროს წარმომაგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მასში ჩართულნი არიან დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.