0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს: ზემო და ქვემო ნიქოზს, ზემო ხვითსა და ერგნეთს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება
ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს: ზემო და ქვემო ნიქოზს, ზემო ხვითსა და ერგნეთს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება
04 მარტი 2015

ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. სოფლები ზემო ხვითი, ზემო და ქვემო ნიქოზი, ასევე სოფელი ერგნეთი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების - ხვითის, ზემო და ქვემო ნიქოზისა და ერგნეთის სრული გაზიფიცირებისთვის 24 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა და თითოეული სოფლის სრული დაქსელვა განხორციელდა. თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც ოთხივე სოფელში მცხოვრები 1051 დევნილი ოჯახი ბუნერივ აირს მოიხმარს. სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ შეასრულა. დღეისათვის კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზი’’ აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით, სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. პროგრამის ფარგლებში, ამ სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ ხორციელდება. აღნიშნული სოფლების სრული გაზიფიცირებისათვის 800 ათას ლარამდე დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელი. საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელწმიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 58 სოფელში. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს.

Top