0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია გორში
შიდა ქართლის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია გორში
08 აპრილი 2015

,,ჩვენ გვაქვს მთლიანი სურათი იმისა, თუ რა არის საჭირო ამ რეგიონის ფეხზე დასაყენებლად და გვაქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. შიდა ქართლს აქვს ძალიან კარგი რესურსი ხილის წარმოების, ასევე ხილის ბაღების განახლების, სანერგე მეურნეობების განვითარების კუთხით. აუცილებელია თანამედროვე მაღალმარჟიანი ჯიშების ხილის მოყვანა. ძალიან პერსპექტიულია ბოსტნეულის წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, გადამამუშავებელი წარმოების განვითარება, მესაქონლეობის განვითარება, თევზის წარმოების გაზრდა. რაც შეეხება საწარმოთა განვითარებას, - გორს აქვს პერსპექტივა აგურის წარმოების, მოსაპირკეთებელი მასალების დამუშავების, ასევე სამკერვალო წარმოების, ტკბილეულის წარმოების, მაკულატურის გადამუშავების კუთხით. კასპს აქვს კრამიტის, მუყაოს წარმოების, ტყავის გადამუშავების რესურსი; ქარელს - არსებული ბუნებრივი რესურსების გადამუშავების, ხაშურს კი -ავეჯისა და მინის წარმოების კუთხით, ‘’- განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და დამსწრეთ სამომავლო გეგმები გააცნო. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს საფუძველი ჩაეყარა გორში 480 - ბინიანი კორპუსების მშენებლობას, რომელშიც დევნილი ოჯახები იცხოვრებენ; საგაზაფხულო სამუშაოებისთვის კი წლევანდელ გაზაფხულს, 75 ათას 490 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 8 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება. ‘’ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შიდა ქართლი მაქსიმალურად მოკლე დროში დადგეს ფეხზე. ჩვენ ვგრძნობთ განსაკუთრებულ ვადებულებას მათ წინაშე. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ხალხის მხარდაჭერა და მთლიანად, რეგიონის მოსახლეობისთვის მაქსიმალური პირობების შექმნა,”- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ბიზნესმენებს რეგიონის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ და მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

Top