0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მხარის გუბერნატორი ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუბილეს დაესწრო
მხარის გუბერნატორი ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუბილეს დაესწრო
28 მაისი 2015

სამწყობრო მოედანზე იუნკერებს აკადემიის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ–მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და განათლებული ჯარის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიტყვით მიმართვებისას თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო მოსამსახურეების განათლების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილიც ესწრებოდა. საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ აკადემიის პირად შემადგენლობას უწყებრივი მედლები გადასცეს. დღესვე, აკადემიის საკონფერენციო დარბაზში სამეთაურო–საშტაბო სკოლის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა სადაც 29 კურსდამთავრებულმა დიპლომები და სამკერდე ნიშნები მიიღო. საზეიმო ღონისძიებები საქართველოს პრეზიდენტსა და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. დღეიდან პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, მათ შორისაა სასტიპენდიო და მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები.

Top