ანდრო ბარნოვმა და სიმონე ვოლკენმა შიდა ქართლის რეგიონში გლუკის ერთობლივი პროექტები დაათვალიერეს
22 მაისი 2013
დევნილთა დასახლებაში, სოციალური სახლები გორში, სასათბურე მეურნეობა სოფელ თელიანში და სხვები.
ბარნოვის განცხადებით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა.
გუბერნატორის თქმით, მსგავსი პროექტები მთავრობის აქტიური ფინანსური მონაწილეობით უნდა გაგრძელდეს.
"ჩვენ უნდა მივცეთ ამ ხალხს საშუალება, რომ შვება იგრძნონ და განვითრებაზე იფიქრონ. კიდევ მრავალი სხვა პროექტია გლუკის მიერ განხორციელებული ჩვენს რეგიონში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოსავლის გენერირების პროექტები, როგორც დევნილთა დასახლებებში, ასევე სოფლებში და ასეთ პროექტებში ოჯახების ჩართვა", - განაცხადა ბარნოვმა.
მისივე თქმით, თემის წევრების უშუალო ინტერესი უნდა გაიზარდოს და ეს პროექტები მათი ოჯახებისა და მთლიანად თემის სტაბილური შემოსავლისა და განვითარების წყარო უნდა გახდეს.