ანდრო ბარნოვმა შიდა ქართლის საჯარო სამსახურებში ნეპოტიზმისა და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებების ფაქტებზე ისაუბრა
22 მაისი 2013
გუბერნატორმა ყურადღება პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებებზე, არაკვალიფიციური კადრების დანიშვნასა და ნეპოტიზმის ფაქტებზე გაამახვილა.
ანდრო ბარნოვის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში ახლადდანიშნული მოხელეები პარლამენტის დეპუტატების - თამაზ შიოშვილის, თემურ ხუბულურის და ვალერი გელაშვილის ნათესავები და ახლობლები არიან.
ამასთან, ბარნოვის თქმით, ახლადდანიშნულთა შორის სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის კურსელი და "ქართული ოცნების" აქტივისტის ჯონდო ელიაშვილის ბიძაშვილი და ოჯახის წევრები ფიგურირებენ.
ბარნოვის განცხადებით, იგი ამ თემაზე ფაქტების მოპოვებასა და დაზუსტებას თავადაც გააგრძელებს.