0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის გუბერნატორი პროგრამა ‘’აწარმოე საქართველოს’’პრეზენტაციას დაესწრო
შიდა ქართლის გუბერნატორი პროგრამა  ‘’აწარმოე საქართველოს’’პრეზენტაციას დაესწრო
07 ივლისი 2015

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. ‘’მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ არსებული რესურსი. ჩვენ შევისწავლეთ მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების რესურსი და ამის პრეზენტაცია უკვე ჩავატარეთ. შეგვიძლია მეწარმეებთან ერთად აქტიურად დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება. სახელმწიფოს არ შეუძლია იმაზე უკეთესი შესთავაზოს, რაც არის ‘’აწარმოე საქართველოში’’, ან იაფი აგროკრედიტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ 10%–იან სესხის სუბსიდირებას ვუკეთებთ და მეწარმეს, 1% ან 2 % გადახდა უწევს მხოლოდ. ჩვენ ვაძლევთ ქარხანას თუ მიწას სიმბოლურ ფასად ერთ ლარად. ამას გარდა, სახელმწიფო გასცემს გარანტიას ბანკებისთვის 50% –ის ოდენობით, ეს არის უდიდესი ხელშეწყობა.ასეთი პირობები, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ევროპაში. ახლა საჭიროა გააქტიურება მეწარმეების მხრიდან. არსებობს სტაბილური გარემო და ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ჩვენ კი ვართ მოწოდებული, რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ბიზნესს,’’– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ‘’აწარმოე საქართველო’’ პირველი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში მეწარმეობის წახალისებაზე, მეწარმე–სუბიექტების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნასა და უკვე არსებულის გაფართოება–გადაიარაღებაზე. სახელმწიფო პროგრამის, ‘’აწარმოე საქართველოში’’, ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, შიდა ქართლის გუბერნატორი, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Top