0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავალი დაბინავებულია
                 საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავალი დაბინავებულია
11 აგვისტო 2015

მოსავლის აღებისა და დაბინავების სამუშაობი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დასრულებულია. მათ შორის საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად,არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულიდანაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში შპს „მექანიზატორი“ ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის აღებაში უსასყიდლოდ მოემსახურა.რის შედეგადაც 1700 ჰექტარზე ხორბლის, ქერის, შვრიისა და ჭვავის მოსავალის აღებაში დახმარება 2000 -მა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიიღო. მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც შპს „მექანიზატორის“ მომსახურებით ისარგებლა და მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდა. შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა ორმხრივ დიალოგში, სადაც მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, გუბერნატორმა მოსახლეობასთან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას გაუწევს პრობლემური საკითხების მოგვარებაში.

Top