საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავალი დაბინავებულია
12 აგვისტო 2015
მოსავლის აღებისა და დაბინავების სამუშაობი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დასრულებულია. მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი 4 ოჯახის სასოფლო-სამეურნეო სავარგულიდანაც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში შპს „მექანიზატორი“ ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის აღებაში უსასყიდლოდ მოემსახურა.რის შედეგადაც 1700 ჰექტარზე ხორბლის, ქერის, შვრიისა და ჭვავის მოსავალის აღებაში დახმარება 2000 -მა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიიღო.
შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობამ გუბერნატორთან ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, რაც მათ აწუხებთ.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული სიების საფუძველზე, შპს ,,მექანიზატორმა“ მომსახურება გაუწია ყველა იმ ფიზიკურ პირს, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც შპს „მექანიზატორის“ მომსახურებით ისარგებლა და მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდა.
მოსავლის აღების ხარჯების სუბსიდირება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ განახორციელა.