0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ჩინეთის დელეგაცია გორს ესტუმრა
ჩინეთის დელეგაცია გორს ესტუმრა
16 ოქტომბერი 2015

აბრეშუმის გზის ფორმუმის ფარგლებში გორს ჩინეთის დელეგაცია სტუმრობდა, პროვინცია შანსის ვიცე გუბერნატორის ვანგ ლიქსის მეთაურობით. დელეგაციის ხელმძღვანელმა შიდა ქართლის გუბერნატორთან შეხვედრის და რეგიონებს შორის დამეგობრების სურვილი თავად გამოთქვა. გუბერნატორთან ერთად შეხვედრას მისი პირველი მოადგილე სოსო ოქრომელიძე, ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და გუბერნიის აპარატის უფროსი დავით ვანიშვილი ესწრებოდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრამ ნახევარ საათს გასტანა, რის შემდეგაც ჩინურმა მხარემ ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის წინამძღოლობთ სტალინის სახლ–მუზეუმი მოინახულა. მნიშვნელოვანია, რომ შანსის პროვინცია ჩინეთის ერთ–ერთ უძველეს, ისტორიულ მხარედ ითვლება, სადაც განვითარებულია ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

Top