0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

დიცის სკოლამ კულტურის სამინისტროს პროექტს უმასპინძლა
 დიცის სკოლამ კულტურის სამინისტროს პროექტს უმასპინძლა
27 ოქტომბერი 2015

პროექტის ,,მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის მასპინძლობით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში იმყოფებოდა. დიცში ასევე იმყოფებოდნენ თანამედროვე ქათველი მწერლები – ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ქარუმიძე და სალომე ბენიძე. სკოლის დარბაზში გამართულ შეხვედრას დიცის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. მიხეილ გიორგაძემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას, მოსწავლეებსა და პედაგოგებს კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, მწერლებმა კი დიცელ მოსწავლეებთან თანამედროვე ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და ახალგაზრდებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. შეხვედრაზევე მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, რომელიც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითაა გადაღებული. სამინისტროს წარმომადგენლებმა დიცის სკოლასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. თავის მხრივ აღნიშნულ ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოყვა სკოლის მოსწავლეებისა და ადმინისტრაციის მხრიდანაც. შეხვედრა გუბერნატორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა გახსნა, რომელმაც პროექტის ,,მრავალფეროვანი საქართველო“ საჭიროებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩატარების აუცილებლობას. პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა.

Top