ზურაბ ჩხეიძე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს
22 მაისი 2013
ადგილობრივების თქმით, ლაფაჩი და ელიკაშვილი, რომლებიც საქონელს მწყემსავდნენ, რამდენიმე დღის წინ რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველად გრძნობს თავს და სამართალდამცავი ორგანოებისგან დახმარებას ითხოვს.
ზურაბ ჩხეიძემ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და იმ უწყებებს, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება და ინტერესების დაცვა ევალებათ, გააქტიურებისკენ მოუწოდა.
"ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში უკანონოდ დაკავებებმა იმატა. რამდენიმე დღის წინ სოფელ კირბალში მცხოვრები გიორგი დოთიაშვილი დააკავეს, შემდეგ კი სოფელ ქერეს ორი მაცხოვრებელი. აღსანიშნავია, რომ ქერეში აქამდე ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაბამის უწყებებს, ვისაც ჩვენი მოსახლეობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ევალებათ, გააქტიურება სჭირდებთ", - განაცხადა ჩხეიძემ.