გორის საერთაშორისო ფორუმის დასკვნით ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე დღეს ფორუმში მონაწილე უცხოური დელეგაციების წარმომადგენლები წარდგნენ. პრეზენტაციაზე მათ საკუთარი ქალაქები წარმოადგინეს და მასპინძლებს თვითმმართველობის სფეროში გამოცდილება გაუზიარეს. ფურუმს გუბერნატორი ზურაბ ზურაბ რუსიშვილიც დაესწრო. რწმუნებულმა მონაწილეებს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისა და თანადგომისთვის. „გორის საერთაშორისო ფორუმი - ინოვაციების ხელშეწყობა“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტეტის მერიის განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით იმართება. ფორუმის მიზანია შიდა ქართლის სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენა და უცხოელი პარტნიორების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.
ზურაბ რუსიშვილი საერთაშორისო ფორუმის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
17 თებერვალი 2016