0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლში რეგიონული განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება დაიწყო
23 მაისი 2013

შემუშავების მიზნით შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი (რეგიონული ეკონომიკა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებები, რეგიონული სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკა, სოციალური განვითარება და ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი რესურსების მართვა და გარემოს დაცვა), რომლებიც გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის საკრებულოსა და გამგეობის შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. სამუშაო ჯგუფის წევრები მოწვეულ ექსპერტებთან ერთად შეხვედრებს რეგულარულად გამართავენ რეგიონში არსებული პოტენციალის გათვალისწინებით შიდა ქართლის მდგრადი განვითარების მიმართულებებს განსასაზღვრად. „დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილნი არიან დეპუტატები და სფეროს სპეციალისტები, შესაბამისად, საკრებულოებიდან და გამგეობებიდან, ასევე ბიზნეს–სფეროს და არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. რეგიონული განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაში ყველა ეს ადამინია ჩართული, ვისაც შესწევს უნარი, ამ დოკუმენტის ხარისხიანად შემუშავებაში წვლილი შიტანოს. მე, როგორც რეგიონული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე, ბუნებრივია, აქტიურად და ღრმად ვიქნები ჩართული ამ პროცესში და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ისეთი მნიშვნელოვანი დომუმენტი შედგება, რომლითაც იხელმძღვანელებს მთელი რეგიონი გრძელვადიან პერსპექტივაში,“ აღნიშნა ანდრო ბარნოვმა შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებას მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ “ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში” პროგრამა. პროცესის მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს, ხოლო კოორდინირებას შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია უწევს.

Top