რუსი ოკუპარტების მიერ დაკავებული თემურ გიგაურის მშობლებმა დახმარებისთვის ზურაბ ჩხეიძეს მიმართეს
20 ივნისი 2013
ბრალდებით. ოჯახის წევრთა თქმით, აღნიშნულის თაობაზე მათ დაუყოვნებლივ შეატყობინეს სამართალდამცავებს, ევროკავშირის დამკვირვებლებს და საერთაშორისო წითელი ჯვრის გორის ოფისს. გიგაურები ამბობენ, რომ ცხინვალის ციხეში მყოფი შვილის გასათავისუფლებელი 2 000 რუსული რუბლის შეგროვებაც მოახერხეს, მაგრამ ამ დრომდე ვერ დაადგინეს როგორ და ვისი მეშვეობით უნდა გადაიხადონ ეს ფული. მათი განცხადებით, თემურ გიგაურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შიშობენ, რომ საპატიმროს ცუდი პირობები მათ შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობას დაუმძიმებს.
„როგორც ცნობილია რამდენიმე დღეში იმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და მინდა მივმართო მოლაპარაკებების პროცესში მონაწილე ქართულ მხარეს, კატეგორიულად დააყენოს თემურ გიგაურის გათავისუფლების საკითხი, რაც აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, რათა გათავისუფლებულიყო ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე. მე იმედი მაქვს, რომ დროულად მოხდება თემურ გიგაურის გათავისუფლება და რეაგირება მსგავს საკითხებზე მომავალში იქნება ოპერატიული და არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ.
გუბერნატორის ადმინისტრაცია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს და ყველა უწყებას, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება, რათა დროულად მოხდეს თემურ გიგაურის გათავისუფლება.