0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ახალ სასწავლო წელს ოკამელი მოსწავლეები უახლესი სტანდარტებით მოწყთობილ სკოლაში შეხვდებიან
ახალ სასწავლო წელს ოკამელი მოსწავლეები უახლესი სტანდარტებით მოწყთობილ სკოლაში შეხვდებიან
News contains an attached video
28 მარტი 2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა სოფელ ოკამის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს. სკოლა 600 მოსწავლეზეა გათვლილი და რეაბილიტაციის შემდეგ ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. ამჟამად სკოლაში 400 მოსწავლე სწავლობს და მალე მათ სწავლის საუკეთესო პირობები ექნებათ. 2015 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მცხეთა–მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს. 
რეაბილიტაცია 15 სკოლაში უკვე მიმდინარეობს. მომავალი ოთხი წლის მანძილზე საქართველოს რეგიონებში 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top