0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ნიქოზში განხორციელებული პროექტები და ახალი პერსპექტივები მოსახლეობას
ნიქოზში განხორციელებული პროექტები და ახალი პერსპექტივები მოსახლეობას
News contains an attached video
11 აპრილი 2016

გორის მუნიციპალიტეტში, ე.წ გამყოფ ხაზთან არსებულ სოფელ ნიქოზს  სასმელი წყალი წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდა. სოფელი არ იყო გაზიფიცირებული, ყოველივე კი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე მძიმე ზემოქმედებას ახდენდა.

ამ დროისთვის ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება. მოწესრიგდა სარწყავი სისტემა. სოფელი სრულადაა გაზიფიცირებული. ნიქოზში ახალი საბავშვო ბაღიც გაიხსნა სადაც ბავშვები მიმდებარე სოფებიდანაც იღებენ სკოლამდელ განათლებას.

სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობა მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულებით ბიზნესიდეებზე ფიქრობს, პროექტებს წერს და ე.წ სტარტაპების დაფინანსების მოლოდინშია.

სულ მალე პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სოფლის ცენტრში ახალი თონე გაიხსნება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება.

ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ხვნის უფასო პროგრამა ნიქოზშიც განხორციელდა. დამუშავდა ათობით ჰა მიწის ფართობები.

 ადგილობრივების თქმით მკვეთრადაა შემცირებული შიდა მიგრაციის დონე.

მიმაგრებული ვიდეო


Top