სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორეალის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადსხვა ჯიშის მცენარეები დარგეს.ადგილის გამწვანებაში მონაწილეობა სდსს–ს ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ და შიდა ქართლის გუბერნატრის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ მიიღეს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წვევამდელთა ფიცის მიღების ცერემონია წელს სწორედ შინდისის მემორეალთან გაიმართა, რა დროსაც სამსახურის ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სდსს შინდისში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების პატივისცემის ნიშნად მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიას გაამწვანებდა და ამ ადგილს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა.