0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

იოსებ ოქრომელიძემ გორელ ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა
 იოსებ ოქრომელიძემ გორელ ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა
10 მაისი 2016

ქალაქ გორში, ,,ომის მუზეუმის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამამულო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე. მან სიტყვით გამოსვლისას 9 მაისის საერთაშორისო მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე ისაუბრა წვლილზე, რომელიც საქართველომ ათასობით ადამიანის დაკარგვის ფასად შეიტანა ფაშიზმთან მიღწეულ გამარჯვებასა და მშვიდობის დამყარებაში. იოსებ ოქრომელიძის თქმით, საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით დღემდე აქტიურადაა ჩართული. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ვეტერანებს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამამულო ომის მონაწილეებს სადილით გაუმასპინძლდნენ.


Top