0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის მაღალმთიან დასახლებებში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
 შიდა ქართლის მაღალმთიან დასახლებებში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
02 ივნისი 2016

  შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად რეგიონში განსახორციელებელი პროექტების  მიმდინარეობასთან ერთად, მხარეებმა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს.

საკონსულტაციო საბჭოს, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე უძღვებოდა. 

 აღნიშნული კანონი სხვა კომპონენტებთან ერთად ითვაისწინებს მაღალმთიანი დასახლებებისთვის თანხის 10 მილიონი ლარის ოდენობით გამოყოფას, რომელიც მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში შესულ სოფლებში  ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იქნება მიმართული.

 ქარელის,ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საკრებულოების მიერ მოწონებული პროექტები, რომელსაც საკონულტაციო საბჭო განსახილველად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგენს.  

მიმაგრებული სურათები


Top