0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
18 ივლისი 2013

ოპერაციის მობილურად და ეფექტურად ჩატარება. ასევე საგანგებო სიტუაციების დროს, თუკი საჭირო გახდა მძიმე სპეციალური ტექნიკის ჩართვა, აღრიცხულია შიდა ქართლის ტერიტორიაზე როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო სექტორში არსებული სპეციალური ტექნიკა. აღრიცხულია საჭიროების შემთხვევაში რეგიონის მასშტაბით არსებული სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები და დროებითი თავშესაფრები, რათა კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მობილურად მოხდეს დაზარალებულის უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში ან დროებით თავშესაფარში გადაყვანა. შემუშავებულია შიდა ქართლის მასშტაბით ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციებზე, სახანძრო – სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმა, რაც ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნული დანაყოფების მობილურ და ეფექტურ რეაგირებას. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება (როგორც თეორიული ისე პრაქტიკული) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში კვალიფიციურ სპეციალისტებთან. გააჩნიათ შესაბამისი სერტიფიკატები. •არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით კონფლიქტურ ზონებში მოხდა ჩვენს მიერ 18 მოზარდის საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხით „მოხალისე მაშველებად“ მომზადება (დაურიგდათ შესაბამისი აღჭურვილობა). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათი ჩართვა სამაშველო ოპერაციებში; •პერიოდულად, მოთხოვნის მიხედვით საჯარო სკოლებში სამაშველო სამსახური ატარებს შემეცნებით გაკვეთილებს ბუნებრივ კატაკლიზმებზე და მათგან თავდაცვით ღონისძიებებზე; •საჭიროების შემთხვევაში ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგენგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მყვინთავთა მობილური ჯგუფის გამოძახება; •სამაშველო სამსახურის 18 მაშველი, რომლებიც 3 ჯგუფად არიან დაყოფილნი, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მათი მომსახურება არის უფასო;

Top