0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან
შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან
22 ივნისი 2016

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს იოსებ ოქრომელიძესა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შორის, სოფლად არსებული ვითარების გაცნობის მიზნით შეხვედრა გაიმართა. მოქალაქეებმა, რომელებიც მუნიციპალიტეტის რვა სოფლს წარმოადგენდნენ, მხარის რწმუნებულს დასახლებებში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ უამბეს. იოსებ ოქრომელიძემ შეხვედრაზე მყოფი თითოეული მოქალაქის შეკითავას ამომწურავად უპასუხა. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მიერ წარმოჭრილი პრობლემური საკითხების უმრავლესობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას,სარწყავი და სასმელი წყლების საკითხის მოგვარებას და გაზიფიცირების მოთხოვნას შეეხებოდა. იოსებ ოქრომელიძის თქმით, მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემების უმრავლესობა 2017 წლამდე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით სრულად იქნება გადაჭრილი. მანვე აღნიშნა, რომ თემში არსებული პრობლემების იდენთიფიცირებისა და გადაჭრისთვის მოქალაქეთა აქტიურობა და ჩართულობა აუცლებელია. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ამ დრომდე გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის ცნობილი არ იყო, იოსებ ოქრომელიძემ მოსახლეობის მიერ გაჟღერებული თითოეული პრობლემა მოინიშნა და უახლოეს პერიოდში მათ ამ საკითხების გარკვევას და კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერას დაპირდა. შეხვედრა, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ პროექტის, „აქტიური და გამჭვირვალე თვითმმართველობა შიდა ქართლში“ ფარგლებში მოეწყო. 

მიმაგრებული სურათები


Top