მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის დეტალების გაცნობის მიზნით, გორის იუსტიციის სახელში, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მინისტრის თქმით, ახალი პროექტის თანახმად მიწის მესაკუთრეს თავად საჯარო რეესტრი ეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში, აგრეთვე ხდება ხარვეზიანი დოკუმენტების ბარიერის მოხსნა, მიწაზე საკუთრების უფლების დაჩქარებული წესით აღიარება და დავების გამარტივება. პროექტის ფარგლებში მესაკუთრეები უფასოდ ისარგებლებენ რიგი მომსახურებებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მიწის აზომვას კერძო ამზომველები განახორციელებენ.
გუბერნატორის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის თქმით, რეგიონში ბევრი დაურეგისტრირებელი მიწა არსებობს, რომელსაც მოსახლეობა ამუშავებს, თუმცა რეალურად ისინი საკუთრებაში არ აქვთ. ,,სახელმწიფო პროექტი იძლევა საშუალებას, რომ მიწის მესაკუთრეებმა გამარტივებული წესით დაირეგისტრირონ მიწები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია „ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს მინისტრმა, პროექტის გარშემო არსებულ შეკითხვებს გასცა პასუხი.