0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში გუბერნატორის ადმინისტრაციაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს
საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში გუბერნატორის ადმინისტრაციაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს
News contains an attached video
25 აგვისტო 2016

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგ ფონდისა და სოფლის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებთან ერთად რწმუნებულ–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ მედიის წარმომადგენლებს 2013 – 2016 წლებში ენერგეტიკის მიმართულებით რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საკონსულტაციო საბჭოს შიდა ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   „2013 წლიდან დღემდე შიდა ქართლის მასშტაბით გაზიფიცირების პროექტები 107 სოფელში განხორციელდა, აქედან 56 სოფელი ე.წ გამყოფი ხაზის პირას მდებარეობს. ამ დროისთვის შიდა ქართლის გამყოფი ხაზის პირას არსებული ყველა სოფელი გაზიფიცირებულია“ – აღნიშნა იოსებ ოქრომელიძემ.

რწმუნებულმა ყურადღება ელექტროფიცირების პროექტებზეც გაამახვლია. ,,ელექტრო გამრიცხველიანება 2013 – 2016 წლებში რეგიონის 146 სოფელში განხორციელდა, 2017 წლამდე რეგიონის ყველა ის სოფელი გამრიცხველიანდება რომელსაც ელექტრო ენერგია მიეწოდება. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით პროექტის ,,სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით რეგიონის 7 უშუქო სოფლის ელექტროფიცირება მოხდა.

მხარის რწუნებულმა ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო პროექტის მიმდინარეობაზეც, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. საქმე ეხება ქარის ელექტრო სადგურებს, რომლიც მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის მშენებლობისთვის 34 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.  

მიმაგრებული ვიდეო


Top