0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპში №1 საბავშვო ბაღი გაიხსნა
კასპში №1 საბავშვო ბაღი გაიხსნა
12 სექტემბერი 2016

კასპის №1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტიაციო სამუშაოები დასრულდა. სასწავლო წლის დაწყება ბაღის აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ და გუბერნატორის მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა მიულოცეს.

,,პატარებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღ გარემოში ისწავლონ, ეს ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან განვითარებას. საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასთან ერთად ამჟამად კასპში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, უკეთეს გარემოში ცხოვრება” - აღნიშნა იოსებ ოქრომელიძემ.

აღნიშნული საბავშვო ბაღი იმ სამიდან ერთ-ერთია, რომელიც სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებდა. საბავშვო ბაღში 172 აღსაზრდელია, მათგან 31 სადგურ მეტეხის დასახლებიდან. შენობა კაპიტალურად გარემონტდა, ამასთან ერთად შეიცვალა ინვენტარიც. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიამ ,,ფერლით–ჯორჯია“ განახორციელა. ბაღების რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება კი ჯამში 706 130 ლარს შეადგენს.


Top