0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა
კასპში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა
08 ოქტომბერი 2016

კასპში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი იმყოფებოდა და 
შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ იოსებ ოქრომელიძესთან ერთად ფეხბურთის სპეციალიზირებულ სკოლას ეწვია. სტუმრები სკოლის აღსაზრდელებასა და პედაგოგებს შეხვდნენ. მინისტრმა პატარა ფეხბურთელები სპორტული ინვენტარითა და ფეხბურთის ფორმებით დაასაჩუქრა. ,,მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპორტსმენებს შესაბამისი გარემო შევუქმნათ. ეს მათ მოტივაციასა და პროდუქტიულობას მეტად გაზრდის, ამით კი ხელს შევუწყობთ მათი წარმატებული სპორტული კარიერის ჩამოყალიბებას" – აღნიშნა მინისტრმა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მშენებარე სპორტული კომპლექსი. სპორტული ობიექტის პროექტი მოიცავს როგორც 600 კაცზე გათვლილ საშეჯიბრო დარბაზს, ასევე სავარჯიშო და ფიტნეს ცენტრებს. სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია „მსოფლიო ბანკისა“ და „კასპის მუნიციპალიტეტის“ დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 469 049 ლარს შეადგენს.
სტუმრები მუნიციპალიტეტში მიმდინარე მინი ფეხბურთის ტურნირის ფინალურ თამაშსაც დაესწრნენ.

მიმაგრებული სურათები


Top