0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქარელის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ქარელის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
01 ნოემბერი 2016

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნესნეს. შენობა სრულიად რეაბილიტირდა, მოეწყო კომუნიკაციები, აღიჭურვა  ცენტრალური გათბობით, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემებით. ამავდროულად შენობა ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ბაღში 2 ჯგუფი იფუნქციონიებს, სადაც 60–მდე აღსაზრდელის მიღება იქნება შესაძლებელი.  აღნიშნული პროექტისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 95 282,44 ლარი. სამშენებლო სამუშაოები კი  შპს „ახალი სამშენებლო“-მ შეასრულა.


Top