0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლში ხილ–ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
შიდა ქართლში ხილ–ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
04 ნოემბერი 2016

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, იოსებ ოქრომელიძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გახსნეს. კომპანია ,,ჯეოკონცენტრატის“ საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში განხორციელდა 1200 000 ლარის ინვესტიცია, აქედან 650 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. 2017 წლიდან კი დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში 18 ახალი საწარმო გაიხსნა. ამ საწარმოებში ჯამში დაახლოებით 8 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

მიმაგრებული სურათები


Top