0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

დევნილებს სარწყავი სისტემები და ჩითილები გადაეცათ
25 სექტემბერი 2013

ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე ესწრებოდნენ ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგელებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. აღნიშნული დახმარების გარდა პროექტი გულისხმობს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ტრენინგებს, ტექნიკურ დახმარებას ბოსტნეულის წარმოების თანამედრვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და ითვალისწინებს წარმოებული ბოსტნეულის დისტიბუციას და რეალიზაციას. პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის, საქართველოში ისრაელის საელჩოს, ისრაელის საერთაშორისო განვიოთარების თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) , წვეთოვანი სარწყავი სისტემების ებრაული მწარმოებელი კომპანია Netafim-ის და ქართული საკვების დისტრიბუტორი კომპანია Eco Farm-ის თანამშრომლობით და ემსახურება ბერბუკის , ხურვალეთის და შავშვების დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ფერმერების პრობლემების მოგვარებას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას, მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესებას და გააძლიეროს ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობა თემების საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით. ,, ბოლო წლებში განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტებიდან დღეს უკვე გადავედით ახალ ფაზაზე, რომელიც გულისხმობს შემოსავლების მქონე პროექტების განხორციელებას დევნილთა ჩასახლებებში. გასულ წელს საქართველოს მთავრობამ განახორციელა წვეთოვანი სისტემის პროექტი იმ მიწებზე, რომლებსაც აქ მაცხოვრებლები ამუშავებენ. მიმდინარე წელს კი საერთაშორისო ორგანიზაციების და ამ შემთხვევაში NEO-ს მხარდაჭერით ხორცილდება პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია აქ მაცხოვრებელი ადამიანებისათვის, რათა მათ ჰქონდეთ შემოსავლები და თვითდასაქმების საშუალება. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ორგანიზაციას, რომლებიც ამ პროექტში არიან ჩართულნი და წარმატებები ვუსურვო,“ ზურაბ ჩხეიძემ.

Top