0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მხარის რწმუნებულმა ქარელსა და ხაშურში მცხოვრებ ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცა
მხარის რწმუნებულმა ქარელსა და ხაშურში მცხოვრებ ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცა
30 დეკემბერი 2016

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელებელმა, იოსებ ოქრომელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხაშურსა და ქარელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახებს ტკბილეული და საახალწლო  საჩუქრები გადასცეს. იოსებ ოქრომელიძის თქმით, ხელისუფლების უპირველეს საზრუნავს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე ზრუნვა წარმოადგენს. გუბერნატორმა დასძინა, რომ ახალი 2017 წელი რეგიონის მოსახლეობისთვის გაცილებით მეტი სიკეთისა და წარმატების მომტანი იქნება. დამდეგი შობა-ახალი წელი სტუმრებს მასპინძლებმაც მიულოცეს და მათ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს. ხვალ, 30 დეკემბერს, რწმუნებული გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად გორსა და კასპში მცხოვრებ ოჯახებს მიულოცავს დამდეგ ახალ წელს. 

მიმაგრებული სურათები


Top