შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელებელმა, იოსებ ოქრომელიძემ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა გოჩიტაშვილთან სოფელ ხვითში მცხოვრები ვანიშვილების ოჯახი მოინახულა და დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა. ასევე, გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად კირბალსა და გორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც სტუმრობდა და სურსათი, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცა. ,,დღეს კიდევ რამდენიმე ოჯახს ვსტუმრობდით და დამდეგი შობა–ახალი წელი მივულოცეთ. მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე და შევუქმნათ უკეთესი პირობები. მომავალი წელი ნამდვილად იქნება ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წელი." – აღნიშნა რწმუნებულმა. გურბერნატორმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შიდა ქართლის მხარის ხუთივე მუნიციპალიტეტებში თავისი ინიციატივით სოციალურად დაუცველ ოჯახები მოინახულეს და დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცეს.
გუბერნატორმა გორსა და კასპის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
31 დეკემბერი 2016