0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სოზარ სუბარი გორში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
 სოზარ სუბარი გორში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
31 იანვარი 2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, იოსებ ოქრომელიძესთან და ქ. გორის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად გორში დევნილთა პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. სოზარ სუბარმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე პროექტები გააცნო და დაგეგმილი რეფორმის შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, რეფორმის მთავარი მიზანია, რომ თანხა იმ ადამიანებზე დაიხარჯოს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სოზარ სუბარის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დევნილებისთვის გამოყოფილ თანხას არც ერთი თეთრი არ მოაკლდება და ის ისევ დევნილებს მოხმარდებათ. რეფორმის საშუალებით შესაძლებელი გახდება, რომ გაორმაგდეს სოციალური დახმარება იმ დევნილებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ამასთანავე, გაორმაგდეს მშენებლობების ტემპები. ცვლილებები არ შეეხება დევნილის სტატუსს, სტატუსი უნარჩუნდება ყველა დევნილს, როგორც დაბრუნების უფლება. სოზარ სუბარმა გორში გამართულ შეხვედრაზე „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“ შესატანი ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. მინისტრის N320 ბრძანებაში კრიტერიუმების ცვლილების შედეგად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი კიდევ უფრო სამართლიანი და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდება. შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები მოისმინა.


Top