0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კახა სამხარაძე ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
კახა სამხარაძე ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
News contains an attached video
03 აპრილი 2017

შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით რეგიონში სტუმრობას განაგრძობს და ამჯერად, კვირის განმავლობაში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების, ატოცის, ბრეძის, კნოლევის, ავლევის, აბანოს, თამარაშენის, დირბისა და დვანის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა გულიაშვილი, საქართველოს პარლამენტში ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, მამუკა ლომსაძე ესწრებოდნენ. გუბერნატორი და ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცვნენ არსებულ სიტუციას, პირადად მოისმინეს სოფლისა და მოსახლეობის საჭიროებები. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ სოფლებში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა საგრძნობლად გააუმჯობესა მათი საცხოვრებელი პირობები, რითვისაც მადლობა გადაუხადეს გუბერნატორსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. სამხარაძემ ისაუბრა სოფლის საბჭოების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია, ამ გზით ერთობლივად გამოიკვეთება ამა თუ იმ სოფლის პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს საკითხის დროულად მოგვარებას. 

მიმაგრებული ვიდეო


Top