ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში მცხოვრებ კარპენკოვების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც მეორე სართულის სახურავი, ჭერი, ოთახები და ავეჯი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის ადგილზე შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე და გუბერნატორის მოადგილე, სიმონ გულედანი იმყოფებოდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცვნენ.
გორში საცხოვრებლ სახლს ხანძარი გაუჩნდა
19 აპრილი 2017