შიდა ქართლის რწმუნებულმა – გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი, ქვეში, ახრისი, მეჯვრისხევი და ზერტი მოინახულა. სამხარაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა. იგი ადგილზე გაეცნო სოფლების საჭიროებებს და აღნიშნა, რომ მიუხედავად აქამდე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საცხოვრებელი პირობები, კვლავაც ბევრი რამის საჭიროებაა. ამისათვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა, რათა ეფექტურად მოხდეს საკითხების გადაწყვეტა. გუბერნატორმა მეჯვრისხევში მდებარე მეცხრამეტე საუკუნეში აგებულ საჯარო სკოლაც მოინახულა, რომელსაც გასულ წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კახა სამხარაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა
28 აპრილი 2017