0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გადამზადების ცენტრი გაიხსნა
კასპში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გადამზადების ცენტრი გაიხსნა
01 მაისი 2017

კასპში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გადამზადების ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე, კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების  უნივერსიტეტის რექტორი, მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ კასრაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე,  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი,  გოჩა გოჩიტაშვილი ესწრებოდნენ. ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდულ გადამზადების ცენტრში’’ სისტემატურად გაიმართება ტრენინგები თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებსა და სოციალური მედიის მარკეტინგის მიმართულებით, სემინარები მსოფლიოს დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე - დისტანციური სამუშოების შესასრულებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით. ცენტრის მიზანია რეგიონში თანამედროვე განათლების ტენდენციების დამკვიდრება, ადგილობრივი ბენეფიციარების მომზადება დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება. 

მიმაგრებული სურათები


Top