0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სოზარ სუბარმა და კახა სამხარაძემ დევნილებისთვის დაფინანსებული პროექტები მოინახულეს
სოზარ სუბარმა და კახა სამხარაძემ დევნილებისთვის დაფინანსებული პროექტები მოინახულეს
News contains an attached video
10 მაისი 2017

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად შიდა ქართლის რეგიონში გრანტი 158 დევნილს გადასცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ  გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერგვისში, ფხვენისსა და ქორდში დევნილებისთვის დაფინანსებული პროექტები მოინახულეს.  შიდა ქართლის რეგიონის სხვადასხვა სოფლებსა და ჩასახლებებში მცხოვრებმა დევნილებმა გრანტების საშუალებით შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა,  მსხვილფეხა საქონელი, ფუტკრის სკები, მოაწყვეს ხეივნები და სათავსოები. უახლოეს მომავალში შიდა ქართლის რეგიონში გრანტი კიდევ  62 დევნილს გადაეცემა. მინისტრი სოზარ სუბარი დაფინანსებულ დევნილებს შეხვდა და გრანტის მიღების დამადასტურებელ ხელშეკრულებები გადასცა.  საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გადაცემული გრანტის დახმარებით, დევნილები მოაწყობენ  სათბურს, ინკუბატორს, წისქვილს, ფრინველების ფერმასა და სხვა. საგრანტო პროგრამა  „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“  ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს.   პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ.  პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი დაფინანსდა.

გრანტები გაიცემა შემდეგ სამიზნე კატეგორიებზე:

  • მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ან მათ ოჯახის წევრებზე;
  • 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს - დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს;
  • ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.

საგრანტო განაცხადები 31 მაისის ჩათვლით მიიღება. 

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top