0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
25 მაისი 2017

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, სიმონ გულედანმა აპარატის უფროსთან, ნათია ანთელავასთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. ამჟამად მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსისა და მინი სტადიონების მშენებლობა, ხოლო დაბა სურამში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა მიმდინარეობს. სპორტკომპლექსისა და მინი სტადიონების  მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა დააფინანსა. სტადიონები 100 000 ლაზე მეტი, ხოლო კომპლექსი 2 მილიონ ლარზე მეტი ჯდება და მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. რაც შეეხება სურამში, გოგოლაძეების უბანში მიმდინარე საკანალიზაციო სისტემების მოწყობას, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რამაც 83 000 ლარზე მეტი შეადგინა. აღასანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიმეტრზე კანალიზაციის სისტემა აქამდე არ არსებობდა და პირველად ხორციელდება მსგავსი ტიპის სამუშაოები. პროექტი ამა წლის ივნისში დასრულდება. 

მიმაგრებული სურათები


Top