შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი, კახა სამხარაძე მოადგილეებთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციაში USAID-ისა და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN ) წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზაცია აქამდე პროექტს „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ აჭარისა და კახეთში ახორციელებდა, ამირეიდან კი საქმიანობას შიდა ქართლსა და თბილისში გააგრძელებს. „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II“ (WMTR II) პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო შავგულიძემ შეკრებილებს დეტალურად გააცნო პროექტის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზების, მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი მართვის პრინციპების გამოყენებით, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ნარჩენების მავნე ზემოქმედების შემცირებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. გუბერნატორმა სრული მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნულთან დაკავშრებით და აღნიშნა, რომ რეგიონისთვის დროული და საჭირო პროექტია, ვინაიდან ჯანსაღი გარემოს შექმნა ცენტრალური ხელისუფლების ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროექტი ოთხ ძირითად მიმართულებას: მოიცავს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელებას, ნარჩენების გადამმუშავებელი კერძო სექტორის გაძლიერებას, ჯარიმებს გარემოს დაბინძურებისათვის და ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკაა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.
შიდა ქართლში CENN პროექტს განახორციელებს
31 მაისი 2017