0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გუბერნატორი ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში" და CHCA-ს წარმომადგენლებს შეხვდა
გუბერნატორი ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში და CHCA-ს  წარმომადგენლებს შეხვდა
08 ივნისი 2017

შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი, კახა სამხარაძე ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის –  „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და CHCA-ს წარმომადგენლებს, თაკო კაპანაძესა და ნანუკა ფერაძეს შეხვდა. ამჟამად ორგანიზაცია ახორციელებს  პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“. პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 5 სოციალური პროექტი, რომლებითაც ორგანიზაცია ცდილობს ხელი შეუწყოს სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას შიდა ქართლში. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გუბერნატორს დეტალურად გააცნეს ორგანიზაციის, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია. ასევე, ხაზი გაუსვევს სახელისუფლებო რგოლის ჩართულობის აუცილებლობას აღნიშნულ პროცესში. ,,მნიშვნელოვანია რეგიონში მრავლად ხორციელდებოდეს მსგავსი ტიპის პროექტი, რადგან ეს ხელს შეუწყობს ბენეფიციარების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ჩვენი მხრიდან კი მზად ვართ მხარდაჭერისა და  თანამშრომლობითვის“ – აღნიშნა რწმუნებულმა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის და ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ტყიბულის, ხონის, ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტებში. 

მიმაგრებული სურათები


Top