გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-12 სხდომა გაიმართა. სხდომას შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე ესწრებოდა. მან საბჭოს მუშაობა დადებითად შეაფასა და მუშაობის პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები და გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შეიმუშავეს სხვადასხვა რეკომენდაციები და წინადადებები. გარდა ამისა, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ორგანიზაცია PIN-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობის პროცესზე. პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში” ხორციელდება ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის მიერ. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი”. მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა ივლისშია დაგეგმილი.
გორში მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
16 ივნისი 2017