0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

„მშვიდობის გზავნილები“ ნიქოზში
„მშვიდობის გზავნილები“ ნიქოზში
News contains an attached video
03 ივლისი 2017

„კავკასიური მოზაიკა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ახორციელებს პროექტს - „მშვიდობის გზავნილები“. პროექტის ფარგლებში მოეწყო ღონისძება, სადაც წარმოდგენილი იყო მუზეუმებსა და პირად არქივებში დაცული ქართულ-ოსური ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების, ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევბრებისა და სახელმძღვანელოების გამოფენა, ჩატარდა მცირე ფოლკლორული კონცერტი, სადაც ქართულ და ოსურ ენებზე შესრულდა როგორც მუსიკალური, ისე ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებას შიდა ქართლიას გუბერნატორი, კახა სამხარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოამდგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტრუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. პროექტის მთავარი მიზანი ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენა და მათი საერთო კულტურულ-ეროვნული ფასეულობების წარმოჩინებაა.

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top