0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს
ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს
04 სექტემბერი 2023

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. რიგით მეთერთმეტე ფესტივალის ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
 
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე სხვადასხვა ქვეყნების რეჟისორ-ანიმატორები. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში ფილმების ჩვენების გარდა დაგეგმილია გამოფენები, სხვადასხვა კულტურული და შემეცებითი ღონისძებები. ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნა და 6 სექტემბერს დასრულდება.
 
ანიმაციური ფილმების ფესტივალი 2008 წლის ომის შემდეგ ნიქოზის ეპისკოპოსის მეუფე ისაიას ინიციატივით დაფუძნდა და წელს უკვე მეთერთმეტედ იმართება.

Top