0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ხიდისთავში ხელოვნების სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ხიდისთავში ხელოვნების სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
07 ივლისი 2017

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში კონსტანტინე მეღვინეთუხუცესის სახელობის ხელოვნების სკოლის გახსნას შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სკოლას ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ტერიტორიის შემოღობვითა და ეზოს კეთილმოწყობით, გამოიცვალა სახურავი. სკოლაში მოეწყო 120 კაციანი დარბაზი, რომელიც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. დაგეგმილია სკოლაში გათბობის ინოვაციური სისტემის მოწყობაც. ამ ეტაპზე ხიდისთავის სამუსიკო სკოლაში მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 100 - ზე მეტი ბავშვი სწავლობს. გახსნის ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელების მიერ რამდენიმე საშემსრულებლო ნომერიც შესრულდა.

მიმაგრებული სურათები


Top