0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

,,Art–გენის" რეგიონული ტურნე სურამში დაიწყო
,,Art–გენის რეგიონული ტურნე სურამში დაიწყო
11 ივლისი 2017

ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „Art-გენი“ რეგიონული ტურნეთი გაიხსნა სურამში, ბაიანთხევის ტყე – პარკში. ფესტივალს შიდა ქართლის რწმუნებული, კახა სამხარაძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ხალხური რეწვის გამოფენა, სპორტული შეჯიბრი,  წარმოდგენილი იყო „შავფაროსნების“ შოუ და კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. მოგვიანებით კი ჯგუფი ,,რეგიონი" წარსდგა მსმენელის წინაშე.
„Art-გენი" ხაშურის მუნიციპალიტეტში უკვე მესამედ იმართება. ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისთვის გაცნობა. რეგიონული ტურნე 12 ივლისს მცხეთაში გაგრძელდება, ხოლო Art -გენის თბილისის ტურს 17-24 ივლისს, ტრადიციულად, ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს.

მიმაგრებული სურათები


Top