კასპის მუნიციპალიტეტის სოფელების, კოდისწყაროსა და ლამისყანის გზის რეაბილიტირების სამუშაოები დასრულდა. ახლად მოასფალტებული გზები შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოშიტაშვილმა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა გახსნეს. ორივე პროექტის საერთო ღირებულებამ მილიონ 150 000 ლარამდე შეადგინა და რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. გუბენატორის თქმით სამშენებლო სამუშაოები გეგმის ფარგლებში მიმდინარეობა, დროულად დასრულდა და ხარისხი დამკმაყოფილებელია.
კოდისწყაროსა და ლამისყანის გზების რეაბილიტაცია დასრულდა
29 ივლისი 2017