0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ფერმერმა დაფინანსება მიიღო
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ფერმერმა დაფინანსება მიიღო
News contains an attached video
18 აგვისტო 2017

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა გიორგი ბასილიძემ, გორის რაიონის სოფელ ხვითში 5,2 ჰა მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის, ახალი ტრაქტორის, მულჩირისა და საწამლი აპარატურის შესაძენად 17 928 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო პროექტის მენეჯერმა, თორნიკე კაპანაძემ, შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ფერმერის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა დაათვალიერა. 

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების - 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60% -ს. 
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება გაიცემა ორი კომპონენტის მიმართულებით:
• პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.
• გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top